top of page

შეცვალეთ ზეთი Audi-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში სპეციალურ ფასად

  • Jul 16
  • 1 min read

Audi-ზე ზრუნვა ნიშნავს მისთვის იმ ხარისხის შენარჩუნებას, რომლითაც ის შეიქმნა. სწორედ ამიტომ, Audi Georgia გთავაზობთ სპეციალურ სერვისულ აქციას — შეცვალეთ ძრავის ზეთი Audi-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში სპეციალურ ფასად, 275 ₾-დან.

შეთავაზება ვრცელდება 2012 წლიდან გამოშვებულ Audi-ის მოდელებზე და მოიცავს ავტომობილისთვის შესაბამისი ძრავის ზეთის შეცვლას პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ.

აქციის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებით Audi-ის ორიგინალ ავტონაწილებზე.


რატომ უნდა აირჩიოთ Audi-ის ავტორიზებული სერვისი?


Audi-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში თქვენი ავტომობილი მიიღებს მწარმოებლის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას:

  • სამუშაოს ასრულებენ Audi-ის სპეციალურად გადამზადებული ტექნიკოსები;

  • გამოიყენება თქვენი მოდელისთვის განსაზღვრული ძრავის ზეთი;

  • ხელმისაწვდომია Audi-ის ორიგინალი ავტონაწილები;

  • მომსახურება სრულდება სპეციალიზებული ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით;

  • ინარჩუნებთ ავტომობილის საიმედოობას, ეფექტიანობასა და მართვისთვის დამახასიათებელ ხარისხს.


დროული ზეთის შეცვლის მნიშვნელობა


ძრავის ზეთი ამცირებს დეტალების ცვეთას, ხელს უწყობს ძრავის გაგრილებასა და დაცვას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის გამართულ მუშაობაში. ზეთის დროული შეცვლა ეხმარება ავტომობილს შეინარჩუნოს ოპტიმალური წარმადობა და ამცირებს გაუთვალისწინებელი დაზიანებების რისკს.


დაჯავშნეთ ვიზიტი


ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით - შეცვალეთ ზეთი Audi-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში და მიიღეთ ფასდაკლება ორიგინალ ავტონაწილებზე.

სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 250 60 60 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ რეზერვაცია.


შეთავაზების პირობები და საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ავტომობილის მოდელსა და მისთვის საჭირო მასალებზე.

 
 
 

Comments


bottom of page