საწვავის კომბინირებული მოხმარება: 8.0–7.1 ლ/100 კმ (წინასწარი მონაცემი); CO₂-ის კომბინირებული გამონაბოლქვი: 209–186 გ/კმ (წინასწარი მონაცემი); CO₂-ის კლასი: G (წინასწარი მონაცემი).

შთამბეჭდავი იერი და სწრაფი აჩქარება.
6.0 წამი
0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება ხუთადგილიან ვერსიაში — 5.9 წამი, შვიდადგილიანში — 6.2 წამი.
შთამბეჭდავი იერი და ძლიერი შესაძლებლობები.
299 HP
მაქსიმალური წარმადობა
სივრცე ოჯახი სთვის, სამუშაოსა და დასვენებისთვის.
2,075 ლიტრი
საბარგულის მაქსიმალური მოცულობა ხუთადგილიან ვერსიაში 2,080 ლიტრი, შვიდადგილიანში — 1,980 ლიტრი.
საწვავის კომბინირებული მოხმარება: 8.0–7.1 ლ/100 კმ (წინასწარი მონაცემი); CO₂-ის კომბინირებული გამონაბოლქვი: 209–186 გ/კმ (წინასწარი მონაცემი); CO₂-ის კლასი: G (წინასწარი მონაცემი).
ფაქტები, რომლებიც შთაგაგონებს.
აი, ასე ახდენს შთაბეჭდილებას ახალი Audi Q7 SUV.
Q7 SUV
მალე საქართველოში
საწვავის კომბინირებული მოხმარება: 8.0–7.1 ლ/100 კმ (წინასწარი მონაცემი); CO₂-ის კომბინირებული გამონაბოლქვი: 209–186 გ/კმ (წინასწარი მონაცემი); CO₂-ის კლასი: G (წინასწარი მონაცემი).
ინტერიერი შექმნილია როგორც სიმშვიდისა და კომფორტის პირადი სივრცე — თემატური რეჟიმების დახმარებით. გსურთ მშვიდი გარემო თუ უფრო ენერგიული ატმოსფერო? გარემოს განათება, ეკრანები, სავარძლები, მინები, კლიმატკონტროლი, აუდიოსისტემა და სალონის არომატიც კი შერჩეულ განწყობას ავტომატურად ერგება. საჭიდან სიჩქარის რეჟიმის არჩევა კი ცენტრალურ კონსოლზე მეტ თავისუფალ სივრცეს ქმნის.

თანამედროვე და შთამბეჭდავი პროპორციები Audi Q7 SUV-ს გამორჩეულ იერს სძენს. მკვეთრად ჩამოყალიბებული უკანა ნაწილი და მაღალი, თავდაჯერებული სილუეტი მოდელის ძლიერ ხასიათს უსვამს ხაზს. განსაკუთრებით ეფექტურად Audi Q7 გამოიყურება Alopias Blue Metallic ფერში, S line-ის ექსტერიერითა და 22-დიუმიანი დისკებით.



კრისტალურად მკაფიო ეკრანები და ერთიანად გადაჭიმული ციფრული ზედაპირები — Head-up Display-დან მძღოლისა და წინა მგზავრის სტანდარტულ ეკრანებამდე. იმისთვის, რომ არც ერთ მოწყობილობას ენერგია არ დააკლდეს, ხელმისაწვდომია უსადენო დამუხტვა და 12-მდე USB პორტი.
თავდაჯერებული არა მხოლოდ ვიზუალურად — Audi Q7 SUV აღჭურვილია V6 ძრავებითა და მსუბუქი ჰიბრიდული ტექნოლოგიით, MHEV plus, რაც მძლავრ აჩქარებას უზრუნველყოფს. quattro სრულამძრავიანი სისტემა და ადაპტიური ჰაერის საკიდარი კომფორტულ და სტაბილურ მგზავრობას ქმნის, ხოლო მრავალი სტანდარტული დამხმარე სისტემა მართვას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და მარტივს ხდის.








