Audi Georgia-მ ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის სპეციალური ღონისძიება გამართა
- Jul 7
- 1 min read

Audi Georgia-მ Bioli Wellness Resort-ში ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის სპეციალური ღონისძიება გამართა, რომელიც Formula 1-ის პირდაპირი ტრანსლაციის ირგვლივ გაერთიანდა.
ღონისძიების კონცეფცია Audi-სთვის ისტორიულ მოვლენას უკავშირდებოდა – 2026 წლიდან ბრენდი ოფიციალურად შეუერთდა Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავად შეიქმნა ღია სივრცე, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთად ეყურებინათ Formula 1-ის რბოლისთვის და სიმბოლურად შეხვედროდნენ Audi-ს ახალი სპორტული ეპოქის დაწყებას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო Audi-ს ავტომობილების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ბრენდის სხვადასხვა მოდელი, მათი გამორჩეული დიზაინი და ინოვაციური ტექნოლოგიები.
Formula 1-ის პირდაპირი ტრანსლაციისა და Audi-ს ავტომობილების გამოფენის ერთ სივრცეში გაერთიანებით, ღონისძიებამ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ბრენდის გარშემო განსხვავებული გამოცდილება მიეღოთ. მსგავსი ფორმატის აქტივობები Audi-სთვის მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ბრენდის საერთაშორისო სიახლეების გაზიარებას ემსახურება.
ღონისძიების ოფიციალური სპონსორი იყო İşbank Georgia. Audi-სა და İşbank Georgia-ს თანამშრომლობის მიზანი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავებასა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი გამოცდილების შექმნას ემსახურებოდა.


































































Comments